08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ყარაბაღის კონფლიქტის მესამე დღე-დაბომბილი სოფლები და დანგრეული სახლები

მესამე დღეა ტარტარის რაიონის სოფლებში სროლისა და აფეთქებების ხმა არ წყდება. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმია პერიოდულად უტევს. საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა მოსახლეობა სოფლების დატოვებას არ აპირებს.

ანალოგიური სურათია სოფელ დუიარლიში. ადგილობრივები ამბობენ, რომ სომხების მიერ გასროლილი ჭურვები მათ სოფელში 5 წუთიანი ინტერვალით ცვივა. აზერბაიჯანელები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს.

ტარტარის რაიონში გზებზე სამხედრო კოლონები გადაადგილდება. მძიმე ტექნიკა მობილიზებულია ე.წ. საზღვართანაც.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები