08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
კონფლიქტის ზონა - დანგრეული სახლები და დაჭრილი მოსახლეობა

საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დანგრეულია კონფლიქტის ზონის, ტერტერის რაიონის სოფლებში. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმია პერიოდულად უტევს.

არიან დაჭრილები, თუმცა ადგილობრივები საცხოვრებელი სახლების დატოვებას არ აპირებენ. ეს ქალაქი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს.

ტერტერის რაიონში, გზებზე სამხედრო კოლონები გადაადგილდება. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული ე.წ. საზღვართანაც.

სამართალდამცავები ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

ავტორი: დავით კაკულია

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები