08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ყარაბაღის საკითხი - სერგეი ლავროვსა და ჯონ კერის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.

ლავროვისა და კერის სატელეფონო საუბრის დეტალებზე ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მოსკოვი და ვაშინგტონი კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ვითარების შემდგომი დაძაბვისაგან. ისინი გმობენ ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის ფაქტებს.

დღის ამბები