08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მთიანი ყარაბაღი - დეესკალაციის გზებზე დღეს ვენაში იმსჯელებენ

მთიანი ყარაბაღში ვითარების დეესკალაციის გზებზე დღეს ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ, რომელსაც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მათ შეუერთდება ეუთოს წარმომადგენლობაც. ხვალიდან კი კონფლიქტის ზონაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სპეციალურ დამკვირვებელს გააგზავნის, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის.

ინფორმაციას ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

დღის ამბები