08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ვითარება ყარაბაღში - მხარეები სარაკეტო-საარტილერიო იერიშებით იმუქრებიან

მთიანი ყარაბაღის ცალკეულ რაიონებში ვითარების ესკალაციამ ღამის განმავლობაში იმატა. ინფორმაციას ამის შესახებ ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. თუმცა აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით ტერტერის რაიონში ღამით სროლები შეწყვეტილი იყო. 

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ თუ სომხური მხარე აზერბაიჯანულ სოფლებზე იერიშებს არ შეწყვეტს, სარაკეტო-საარტილერიო იერიში სტეფანაკერტზე განხორციელდება. საპასუხო იერიშით იმუქრება ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროც.

ვითარების დეესკალაციის მიზნით, ეუთოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითოხვს სომხეთის პრეზიდენტი. სერჟ სარქსიანის თქმით, დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ, უნდა გამოიძიონ, ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ, აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორიცელებული იერიშის დროს 7 სომეხი მოხალისე დაიღუპა.

ამასთან, სომხური მედია იტყობინება, რომ აზერბაიჯანული არმიის ერთ-ერთი ჭურვი ჟურნალისტებით სავსე ავტობუსთან აფეთქდა, თუმცა მედიის წარმომადგენლები არ დაშავებულან. 

 

დღის ამბები