08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ საომარი მოქმედებების ესკალაციის" - თედო ჯაფარიძე

„ჩვენ მთლიანად ვართ წინააღმდეგი ამ საომარი მოქმედებების ესკალაციის, მით უმეტეს, ჩვენ ორ მეზობელ ქვეყენებს შორის. ჩვენი ქვეყნის სურვილია, რომ გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური პოტენციალი, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, რათა ეს საომარი მოქმედებები შეწყდეს,“ - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართველი კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ მოხერხდება დაძაბულობის განმუხტვა და ვითარების სტაბილურობა.

ქართველი კანონმდებლების განცხადებით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენონ დაპირისპირებულმა მხარეებმა და მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ. მათი შეფასებით, დაპირისპირება რუსეთის ინტერესებშია.

თავისუფალი დემოკრატების წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე კრიზისი საქართველოსთვის არის სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევა.

„ეკონომიკური თვალსაზრისთაც, ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ეკონომიკა, კიდევ შეიძლება უფრო მეტად დაზარალდეს, თუ ჩვენ სამეზობლოში კიდევ გაგრძელდა საომარი მოქმედებები და ის გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები