08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
"გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ორივე მხარე დაუბრუნდეს მოლაპარაკების პროცესს,“ - მარკ ტონერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა - მთავარი განსახილველი თემა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა აღნიშნა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზის გასწვრივ დაწყებული ძალადობის შესაჩერებლად, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების მოლაპარაკების გაგრძელებაზე დათანხმება იყო.

შეერთებული შტატები ითხოვს დიალოგი ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებათა ფორმატში გაგრძელდეს.

 „ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წუხილი ძალადობის ესკალაციის გამო. საბოლოოდ, ამ ორი ქვეყნის – სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებზეა დამოკიდებული მონახონ პოლიტიკური ნება მშვიდობის და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მშვიდობის შესანარჩუნებლად მიმდინარე კონფლიქტში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ორივე მხარე დაუბრუნდეს მოლაპარაკების პროცესს,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა. 

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები