08 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
"იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რუსი მეგობრები და მეზობლები დაარწმუნებენ სომხეთს, ძალადობის შეჩერებაში,“ - ელინ სულეიმანოვი

აზერბაიჯანის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ელინ სულეიმანოვმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს ბაქო - რუსეთის, როგორც მინსკის ჯგუფის წევრის როლს კონფლიქტის მოგვარებაში. ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელი დიპლომატი აცხადებს, რომ ბაქოს სურს იხილოს რუსეთის მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი ამ ვითარებაში.

„რუსეთი მინსკის ჯგუფის დამფუძნებელი წევრია და ჩვენ გვსურს ვიხილოთ რუსეთის, როგორც მომლაპარაკებლის უფრო მეტი პოზიტიური ჩართულობა. საინტერესოა, რომ ახლანდელი წინადადება მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ლავროვისგან წამოვიდა. ეს რუსეთის წინადადებაა, რომელიც მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებათა მაგიდაზე განსახილველად დევს. აზერბაიჯანმა თქვა, რომ მზად არის განსახილველად, არ ვიცით სომხეთის მხარე რას ფიქრობს. ჩვენ ცალმხრივად გამოვაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის მხარესაც სურდა, ცეცხლის შეწყვეტა ენახა. ასე გვითხრეს ჩვენ. რა თქმა უნდა, გვსურს რუსეთმა შეასრულოს მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლი. როგორც მე ვიცი, აზერბაიჯანში არის გარკვეული წუხილი, რუსეთის მედიაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის თემის და მსგავსი საკითხების ძალიან ნეგატიურად გაშუქებასთან დაკავშირებით, რის ნახვაც ძალიან სამწუხაროა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ მეზობლები ვართ და საერთო ინტერესები გვაქვს. ეს არის თემები, რომლებსაც ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ასევე არის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და სომხეთს შორის. ასე, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რუსი მეგობრები და მეზობლები დაარწმუნებენ სომხეთს, ძალადობის შეჩერებაში,“ - განაცხადა ელინ სულეიმანოვმა.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები