08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
დაძაბული ვითარება ყარაბაღში - აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მოწინააღმდეგის მიერ გასროლილმა ჭურვმა 16 წლის გოგონა იმსხვერპლა

მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთი და აზერბაიჯანი იერიშებში დღესაც ერთმანეთს ადანაშაულებენ. მთანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო მასალა გაავრცელა და ირწმუნება, რომ გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანელების კუთვნილი მორიგი მზვერავი აპარატი ჩამოაგდო.

პარალელურად, ბაქო კატეგორიულად უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე დასახლებებზე განხორციელებული შეტევების დროს აზერბაიჯანის არმიამ სმერჩის ტიპის სისტემები გამოიყენა.

აზერბაიჯანული მხარე ასევე ირწმუნება, რომ ტერტერის რაიონში დღეს მოწინააღმდეგის საარტილერიო იერიშის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა.

მსხვერპლის შესახებ საუბრობს სომხეთიც, რომელიც აცხადებს, რომ აზერბაიჯანელების უპილოტო თვითმფრინავმა მოხალისეების ავტობუსზე მიიტანა იერიში, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.

იმ შემთხვევაში, თუ სომხური მხარე ცეცხლს არ შეწყვეტს, ოფიციალური ბაქო მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქის სტეპანაკერტის დაბომბვით იმუქრება.

დღის ამბები