08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ტერტერის რაიონში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია

ტერტერის რაიონში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, ბოლო 2 საათია აღარ ისმის სროლების და აფეთქებების ხმა. კურიერის გადამღები ჯგუფი ესაუბრა იმ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც, მათივე ინფორმაციით, სომხური არმიის შეტევის შედეგად დაზიანდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიუხედავად რთული სიტუაციისა, ისინი საკუთარი სახლების დატოვებას არ აპირებენ.  

აზერბაიჯანული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ რაიონში შეტევების შედეგად დაზარალდა ადგილობრივი მცხოვრებლები და, მათივე ინფორმაციით, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 3 წლის გოგონამ, რომელიც ამ დროისთვის ბაქოში, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები