08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ყარაბაღში არსებული ვითარების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ერევანში ვიზიტი გააუქმა

წუხანდელმა ღამემ მთიან ყარაბაღში დაბომბვის ფონზე ჩაიარა. კურიერის გადამღებმა ჯგუფმა ის ადგილები გადაიღო, საიდანაც აზერბაიჯანულ სოფლებს გუშინ ბომბავდნენ. არაღიარებული რესპუბლიკის არტილერიას პოზიციები ამ დრომდე არ დაუტოვებია.

ფრონტის ხაზი და მიმდებარე ტერიტორია მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებიდანაც იბომბებოდა.

მძიმე არტილერიის გამოყენებაზე ორივე მხარე საუბრობს და აცხადებს, რომ საბრძოლო პოზიციების გარდა, მოწინააღმდეგეები სოფლებსაც ბომბავდნენ.

ურთიერთბრალდებების ფონზე სომხეთის პრეზიდენტმა ომის გამოძიების ინიციატივაც დააყენა.

ოფიციალურად არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ზავზე ალაპარაკდნენ, თუმცა სანამ ფრონტის ხაზს მძიმე ტექნიკა არ დატოვებს, დაზუსტებით იმის თქმა, რომ საომარი მოქმედებები არ განახლდება, შეუძლებელია.

 

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები