08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ყარაბაღი - დაპირისპირებულმა მხარეებმა დაღუპულების შესახებ ოფიციალური ცნობები გაასაჯაროვეს

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ნარჩუნდება. განცხადება სტეპანაკერტის სამხედრო შტაბში გააკეთეს. რამდენიმე საათის წინ დაპირისპირებულმა მხარეებმა კონფლიქტის ზონაში დაღუპულების შესახებ ოფიციალური ცნობები გაასაჯაროვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი ვერტმფრენი და ერთი ტანკი დაკარგეს.

სტეპანაკერტის შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის 29 სამხედრო მოსამსახურე და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 101 ჯარისკაცი. ხოლო 26 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები