08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
"მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას" - იენს სტოლტენბერგი ყარაბაღის საკითხს ეხმაურება

მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანი. ალიანსის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იენს სტოლტენბერგი მხარეებს მდგომარეობის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნატო ეუთოს მინსკის ჯგუფის ინიციატივებს მხარს უჭერს.

"მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და იპოვონ საკითხის გონივრულად გადაჭრის გზები,”- ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი აქტიურადაა ჩართული საკითხის დარეგულირებაში.

გასულ ღამეს ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის და სომხეთის პირველ პირებს. რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამყარების აუცილებლობაზე გაამხვილა ყრადღება. 

 

დღის ამბები