08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა. მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სროლები რეგიონში ისევ გრძელდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. მათ შორის გამოიყენება არტილერიაც.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თუმცა აზერბაიჯანელ სამხედროებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ.

ბაქოში აცხადებენ, რომ სამხედროები რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოზიციებს ამაგრებენ. მხარეებმა 5 დღიანი ბრძოლების შედეგებიც შეაჯამეს. სტეფანაკერტის შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს არაღიარებული რესპუბლიკის 29 ჯარისკაცი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 101 სამხედრო. 26 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. საბრძოლო მოქმედებებების შედეგებიც შეაჯამეს ბაქოშიც.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, განადგურებულია 1 ვერტმფრენი და ერთი ტანკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები