08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ნიდერლანდებში უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ნიდერლანდებში უკრაინა–ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას – უნდა მოახდინოს თუ არა ხელისუფლებამ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება რეფერენდუმის დასრულებამდე იკრძალება.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლება არ არის ვალდებული რეფერენდუმის შედეგებით იხელმძღვანელოს, მაგრამ მოსახლეობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.

მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ მინიმალური სხვაობის შემთხვევაში, რეფერენდუმის შედეგების იგნორირებას მოახდენენ, თუმცა იმ შემტხვევაში თუ მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგი იქნება, ასოცირების შეთანხმების პროექტი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს შესასწორებლად გადაეგზავნება.

დღის ამბები