08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა

ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გვარდიას ძირითადად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება, მებრძოლებს კი გაუფრთხილებლად სროლისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიენიჭებათ.

რუსი ექსპერტების შეფასებით, ეროვნული გვარდიის აღორძინებით პუტინი მოახლოვებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფაქტობრივად, პირად არმიას აყალიბებს, რომელსაც მოქმედი რეჟიმისა და მისი პირადი დაცვა დაევალება.

ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

დღის ამბები