08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო ლოს ანჯელესში გაიხსნა

ლოს ანჯელესში ჰარი პოტერის თემატური პარკი გაიხსნა. უნივერსალ სტუდიო ჰოლივუდის ხელმძღვანელობამ გრანდიოზული ცერემონია მოაწყო.

ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო პირველ დამთვალიერებლებს, რომელთა შორის პოტერიანას მთავარი როლების შემსრულებლებიც იყვნენ, წითელი ხალიჩით, საორკესტრო მუსიკითა და ფეიერვერკებით მიიღო.

პარკის მთავარი ღირშესანიშნაობა ჰოგვარდსის სასახლეა, სადაც ჰარი პოტერის მოყვარულებისთბის მთავარი ატრაქციონია მოწყობილი.

ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო დამთვალიერებლებისთვის 7 აპრილიდან გაიხსნება. პარკში შესასვლელი ბილეთების ფასი 90–დან 240 დოლარამდე მერყეობს.

დღის ამბები