08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"რუსეთი იყო კონფლიქტის მხარე უკრაინასა და საქართველოში, ახლა კი უკვე სირიაში,"- ერდოღანი

ყარაბაღის კონფლიქტს დღესაც გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის როლზეც ისაუბრა და მოსკოვი კონფლიქტის მხარედ მოიხსენია.

„ვიმედოვნებ, სომხეთი უპასუხებს აზერბაიჯანის ძალისხმევას შეიარაღებული შეტაკებების შესაჩერებლად, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევა, ეს იქნება მისი მხრიდან დანაშაული. რუსეთი ამბობს, რომ თურქეთი კონფლიქტის მხარეა, მაგრამ რუსეთს მოსწონს, როდესაც ის თავად არის კონფლიქტის მხარე. ის იყო კონფლიქტის მხარე უკრაინასა და საქართველოში, ახლა კი უკვე სირიაშია,“- განაცხადა ერდოღანმა. 

მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ანგელა მერკელმა და სერჟ სარქისიანმა განიხილეს. ლიდერთა შეხვედრა ბერლინში გაიმართა. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეგიონში სისხლისღვრის შესაჩერებლად და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მისაღწევად.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები