08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია-სოფელ ტალში ამ დრომდე სროლის ხმა ისმის

სოფელ ტალის ამ დრომდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროები აკონტროლებენ. მიუხედავად სამშვიდობო ზავისა, ორივე მხრიდან ამ დრომდე ისმის სროლის ხმა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჯერჯერობით არტილერიას არ იყენებენ, თუმცა მსხვილკალიბრიანი სხვადასხვა ცეცხლსასროლი საშუალებებით ინტენსიური სროლები მიმდინარეობს.

სოფელი ადგილობრივი მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად არის დაცლილი. ადგილობრივთა განცხადებით, სოფლიდან წასვლის მიზეზი შიში გახდა, რადგან ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ორმხრივი სროლის შედეგად საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაზიანდა.

„აქ სულ ისვრიან, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ძალიან გვეშინია, ამიტომ გადავწყვიტეთ წასვლა დროებით. ჩვენ წლებია დევნილები ვართ, 88 წელს კირაბადიდან წამოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, მთავრობა გვეხმარება, მაგრამ ახლა აქედანაც გვიწევს წასვლა. როდესაც დამშვიდდება სიტუაცია დავბრუნდებით ჩვენს სახლებში,”-აცხადებენ ადგილობრივები.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რამდენიმე დივერსიული ჯგუფი არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცდილობდა შეღწევას, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

დღის ამბები