08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მოჩვენებითი ზავი დასრულებულია-ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

მოჩვენებითი ზავი დასრულებულია. მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენიმე საათის წინ დაირღვა და არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისევ სროლის ხმა ისმის. მხარეები ერთმანეთს ადანაშაუელებენ და კვლავ პოზიციებს ამაგრებენ. მძიმე ტექნიკა და არტილერია შეტაკებებში ჯერ არ ჩართულა, თუმცა იმ სოფლებს, რომლებიც უშუალოდ საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარეობენ, მოსახლეობა ტოვებს.

სანამ პირობითი ზავი დაიდებოდა ორივე დაპირისპირებულმა მხარემ სხვადასხვა მონაცემებით ერთმანეთს 1000-ზე მეტი ჭურვი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ესროლა. ყველაზე მეტად დაბომბვების შედეგად კი მშვიდობიანი მოქალაქეები ზარალდებიან.

ვიდრე ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანიც, სომხეთიც და არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ, მსოფლიო ლიდერები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ და ლიდერებს მოლაპარაკების დაწყებაზე მიუთითებენ. ბაქოში აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება სურთ. სომხეთის ლიდერი კი, რომელიც დღეს შეხვედრებს ბერლინში მართავდა, ამბობს,რომ  მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობისგან საკუთარი უფლებების აღიარებას ელოდება.

პოლიტიკური პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია. ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრები შეხვედრებს ბაქოსა და ერევანში მართავენ, რის შემდეგაც უკვე არაღაირებულ მთიან ყარაბაღშიც ჩავლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

ავტორები:დავით კაკულია, ლაშა მუმლაძე.

 

 

დღის ამბები