08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ოფიციალური ბაქო გარკვეული პირობების სანაცვლოდ მზად არის ზავის მდგომარეობას დაუბრუნდეს

200–ზე მეტი დანგრეული სახლი, დაჭრილები და გარდაცვლილები-ოფიციალური ბაქო მზად არის ზავის მდგომარეობას დაუბრუნდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგეც დაიცავს პირობებს.

აზერბაიჯანული სოფელი ქაფანლი ტერტერის რაიონში ერთადერთია, რომელიც 4 დღიანი საარტილერიო იერიშების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სოფელში აღარ დარჩა არც ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დაბომბვის კვალი არ ეტყობა. იერიშების მიუხედავად ადგილობრივებმა სოფელი არ დატოვეს. უმეტესობას ცხოვრება ნახევრად დანგრეულ სახლებში უხდება.

სომხური მხარის ბრალდებების მიუხედავად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ზავის გამოცხადების შემდეგ არმიას მტრის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი აღარ გაუხსნია. ამას ადასტურებენ ადგილობრივებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პირიქით, მათ სოფლებზე საარტილერიო იერიშები დღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიამ განახორციელა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი ცალმხრივად შეწყვიტა, მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზზე კვლავ მობილიზებულია.

დაზავებიდან მეორე დღეს აზერბაიჯანულ დასახლებებში სიმშვიდე იგრძნობა. უახლოეს მომავალში ფრონტის ხაზზე ეუთოს მონიტორები განლაგდებიან და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობების შესრულებას დააკვირდებიან.

ავტორები:დავით ქაშიაშვილი, თაზო თხილიშვილი.

დღის ამბები