08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ახალი დეტალები ბრიუსელის ტერაქტზე-ერთ-ერთი თვითმკვლელი ევროპარლამენტში მუშაობდა

ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც თავი აიფეთქა 6 წლის წინ გარკვეული პერიოდი ევროპარლამენტში მუშაობდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი ავრცელებს.

„ბრიუსელის ტერატქების ერთ-ერთი მონაწილე 2009-2010 წლებში ერთი თვით მუშაობდა დასუფთავების სამსახურში, რომელიც იმ დროისთვის დაქირავებული ჰყავდა ევროპარლამენტს. იმ დროისთვის არ ფიქსირდება მის მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედებები,“-განაცხადა ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ჯაუმ დაჩ გუილომ, რომელმაც არ დააკონკრეტა აღნიშნული პიროვნების სახელი და გვარი.

სააგენტო ასევე ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც თვითმკვლელი ტერორისტი 25 წლის ბელგიელი ნაჯიმ ლააჩრაუი იყო და მან თავი ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა. გარდა ამისა ის ასევე ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებისთვის შაჰიდის ჟილეტების დამზადებაში, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები