08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ყარაბაღის კონფლიქტი - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ

არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გუშის საღამოს 6 საათის შემდეგ სამხრეთ აღოსავლეთ რაიონში სროლას ერთი სამხედრო კონტრაქტორი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანული მხარე კი ირმწუნება, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სომხეთი არღვევს და აფრთხილებს, რომ დასახლებული პუნქტების მისამართით ცეცხლის გახსნის შემთხვევაში, შესაბამის საპასუხს მიიღებს.

მოსახლეობა კი ბოლო დღეების განმავლობაში ორმხრივი იერიშების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაკვირვებაში დაეხმარება. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.

დღის ამბები