08 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ჰოლანდიელი ამომრჩეველი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მხარს არ უჭერს

ჰოლანდიელი ამომრჩევლები უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მხარს არ უჭერენ. რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩევლების 32-მა პროცენტმა მიიღო, აქედან 64 უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგია.

რეფერენდუმი ფორმალურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების პროცესი გეგმის მიხედვით ვეღარ გაგრძელდება.

რეფერენდუმის შედეგებს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და მისი ორგანიზატორები ერთიან ევროპასა და ევროპულ ღირებულებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება ჰოლანდიის მთავრობამ უნდა მიიღოს. 

დღის ამბები