08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
რეგიონში ვითარების გამწვავების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის პრემიერი მიემგზავრება

აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ 20-მდე დასახლებული პუნქტის მიმართულებით თითქმის 120-ჯერ გახსნა ცეცხლი.

არაღიარებულ რესპუბლიკაში კი ამტკიცებენ, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ სცადეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრა. არმიის შტაბის ცნობით, სროლის შედეგად ერთი კონტრაქტორი სამხედრო დაიღუპა.

რეგიონში ვითარების გამწვავების გამო სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის პრემიერი მიემგზავრება. დიმიტრი მედვედევი სერჟ სარქისიანს დღეს, ილჰამ ალიევს კი ხვალ შეხვდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღის ამბები