08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
პანამის ფინანსურ სექტორს სპეციალური კომისია შეისწავლის

პანამაში პრეზიდენტის დავალებით სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სექტორს შეისწავლის. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ფარული ფინანსური საქმიანობა იკვეთებოდა.

კომისიის მუშაობაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. პანამის პრეზიდენტის თქმით, მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უკანონო ფინანსური საქმიანობების შესახებ, გლობალური პრობლემაა და ქვეყანა მზად არის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის.

დღის ამბები