08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოდის

ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

ელმარ მამედიაროვის თქმით, სამხედროები უმოკლეს ვადაში უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში, რადგან კრიზისიდან გამოსვლის გაჭიანურება ყოველდღიურად ახალ მსხვერპლს იწვევს.

აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ამ დრომდე ადანაშაულებენ.

რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი დღეს და ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები