08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სპეცოპერაცია კოპენჰაგენში - დანიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს

დანიაში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაციები კოპენჰაგენსა და დედაქალაქის მიმდებარე რაიონებში ჩატარდა.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები სირიაში იმყოფებოდნენ და ევროპაში თავდასხმების მოსაწყობად დაბრუნდნენ.

რეიდების დროს სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სპეცოპერაციის დამატებით დეტალებს გამოძიება ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცნობილია, რომ დაკავებულები სასამართლოს წინაშე პირველად ხვალ წარსდგებიან.

დღის ამბები