08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ნიდერლანდებმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირა
ნიდერლანდები ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ფეისბუქის სოციალურ ქსელში დაწერა. მარკ რუტეს შეფასებით, რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობა ამ დოკუმენტის რატიფიცირების წინააღმდეგია. რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩევლების 32-მა პროცენტმა მიიღო. აქედან 61-მა პროცენტმა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრილების წინააღმდეგ მისცა ხმა. რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და მისი ორგანიზატორები ევროპულ ღირებულებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

 

 
დღის ამბები