08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დაზავებიდან მესამე დღეს მთიან ყარაბაღში სროლის ხმა თითქმის არ ისმის

ბაქოსა და ერევანში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მთიან ყარაბაღში შედარებითი სიმშვიდეა. დაზავებიდან მესამე დღეს კონფლიქტის ზონაში სროლის ხმა თითქმის არ ისმის, თუმცა მხარეები შეთანხმების დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათ პოზიციებზე რამდენიმე მიმართულებით განახორციელეს შეტევა. არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის უწყებამ კი ცეცხლის გახსნის გარდა მოწინააღმდეგე დივერსიის მოწყობის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

სტეფანაკერტიდან 70 კილომეტრში მათი სამხედროები კვლავ პოზიციებს იკავებენ.

ორი დღეა ბაქოში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეუთოს დელეგაციის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიღო.

სერგეი ლავროვი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა და დაპირდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები