08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმა აღიარა, რომ მამის დაფუძნებულ ოფშორულ კომპანიაში წილს ფლობდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აღიარა, რომ მამის მიერ დაფუძნებულ ოფშორულ კომპანიაში წილს ფლობდა. ბრიტანული ტელეკომპანიისთვის მოცემულ ინტერვიუში დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ მან და მისმა მეუღლემ პანამურ კომპანიაში არსებული წილი 2010 წელს, 30 ათას გირვანქასტერლინგად გაყიდეს.

პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია კემერონის ახლო ნათესავის სკანდალურ დოკუმენტებში მოხსენიების საფუძველზე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. პარლამენტის რამდენიმე წევრმა დევიდ კემერონის გადადგომაც მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერი საგადასახადო დეკლარაციას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები