08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
"რუსეთი პუტინის გარეშე"- ე.წ. პანამის დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთში აქციები იმართება

ე. წ. პანამის დოკუმენტების პუბლიკაციის შემდეგ რუსეთში ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. ასობით მომიტინგე სანკტპეტერბურგში ედინაია რასიას შტაბბინასთან შეიკრიბა და რუსეთის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა. აქცია პარტია იაბლოკოს ახალგაზრდული ფრთის, მოძრაობა ვისნას მიერ იყო ორგანიზებული.

დემონსტრანტებმა აქციაზე პლაკატები მიიტანეს წარწერებით "რუსეთი პუტინის და კორუფციონერების გარეშე". აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მომიტინგეებს მოღალატეებსა და ვაშინგტონის მონებს უწოდებდნენ. აქციის მონაწილეთა შორის მცირე შეტაკებაც მოხდა, ერთერთმა აქტივისტმა კი ვისნას ლიდერს სახეში გაურკვეველი სითხეც შეასხა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები