08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ვაშინგტონი ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია

ვაშინგტონი ნიდერლანდებში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით იმედგაცრუებულია. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. მარკ ტონერის განცხადებით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის შედეგები უკრაინის დასავლეთთან დაახლოების პროცესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, რადგან ეს მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის, ევროკავშირისთვის და შეერთებული შტატებისთვისაც. ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურნენ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდიერებიც და უკრაინის ევროინტეგრაციას კვლავ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი იყოს უწყვეტი და შეესაბამებოდეს ყველა სტანდარტს, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ვფიქრომ ამ სირთულის მოგვარება ისევეა შესაძლებელი, როგორც ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები მოვაგვარეთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ისინი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

"ეს საკონსულტაციო ხასიათის რეფერენდუმი იყო. ვიცი, რომ თავისი ქვეყნის პასუხს ჰოლანდიის პრემიერი რამდენიმე საათში ან დღეში გამოაცხადებს. რაც შეეხება საფრანგეთსა და გერმანიას, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ავამოქმედებთ ასოციაცირების ხელშეკრულებას ჩვენს ქვეყნებში", - აღნიშნა ოლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მარკ ტონერის თქმით, ასოციაცირების შეთანხმება უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინტერესებშია.

"იმედი გაგვიცრუა ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა, თუმცა პატივს ვცემთ ჰოლანდიელი ხალხის შეხედულებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ასოციაცირების შეთანხმება უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინტერესებშია და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", - განაცხადა ტონერიმ.

დღის ამბები