08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენი მთიანი ყრაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების მომხრეა

სომხეთის პრეზიდენი მთიანი ყრაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების მომხრეა. სერჟ სარგსიანი აცხადებს, რომ დროა კონფლიქტი საბოლოოდ გადაწყდეს და მზად არის სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართოს. მანამდე კი შეხვედრებს დაპირისპირებულ მხარეებთან ადგილზე დიმიტრი მედვედევი მართავს.

ერევნის შემდეგ რუსეთის პრემიერი ბაქოში ზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, მოსკოვისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარება სერიოზულად აღელვებს რუსეთის ხელისუფლებას. მედვედევი პირობას დებს, რომ მოსკოვი ხანგრძლივი ზავისთვის ყველაფერს გააკეთებს. ილჰამ ალიევმა რუსეთის ხელისუფლებას შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ვლადიმერ პურინის სატელეფონი ზარების შემდეგ შეჩერდა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები.

დღის ამბები