08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში 175 პირი სიკვდილით დასაჯა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში 175 კაცი სიკვდილით დასაჯა. გავრცელებული ცნობით, მებრძოლებმა 300-მდე ადგილობრივი რამდენიმე დღის წინ დაატყვევეს და დამასკოსთან ახლოს მდებარე ცემენტის ქარხანაში ჩაკეტეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 175 მათგანი მოკლეს.

ISIS-ის მოკავშირე მედია საშუალებამ ვიდეო მასალაც გაავრცელა და ირწმუნება, რომ კადრები ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული. ეს ქარხანა სირიის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ბოლო დღეების განმავლობაში დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ამ რაიონზე შეტევები გაააქტიურა.

დღის ამბები