08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ფიდელ კასტრო საზოგადოებაში გამოჩნდა - კუბის ყოფილი ლიდერი ჰავანაში სკოლას ეწვია

ფიდელ კასტრო საზოგადოებაში გამოჩნდა. კუბის ყოფილი ლიდერი ჰავანის ერთ-ერთ სკოლას ეწვია, რომელიც მისი ძმის მეუღლისა და თანამებრძოლის ვილმა ესპინის სახელს ატარებს.

კუბის ყოფილი ლიდერი სასწავლებელში სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სკოლაში სტუმრობა ფიდელ კასტრომ ვილმა ესპინის დაბადების დღეს დაამთხვია და მოსწავლეებს სწორედ მისი მოღვაწეობის შესახებ ელაპარაკა.

ფიდელ კასტრო პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებს  ხშირად მასპინძლობს, ადგილობრივი გამოცემისთვის სტატიებს წერს, თუმცა საზოგადოებაში და ტელეკამერების წინ იშვიათად ჩნდება.

დღის ამბები