08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დააკავეს

ევროპის მთავარი ძებნილი დაკავებულია. ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი მოჰამად აბრინი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თეთრ ქურთუკში, რომელიც ზავენტემის აეროპორტში გადაღებულ ფოტოზეა ასახული, სწორედ აბრინია.

ბელგიის პროკურატურა ადასტურებს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ძალოვანებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მედიამ დაახლოებთ 2 საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელში ჩატარდა სპეცოპერაცია, რის შედეგადაც დაკავებულია რამდენიმე ტერორისტი. უკვე გამოცხდდა, რომ ერთ-ერთი მათგანი არის მუჰამედ აბრინი, რომელიც აფეთქების მოწყობაში მესამე ეჭვმიტანილი იყო და რომელმაც მიმალვა მოახერხა.

მას ბრიუსელის პოლიცია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ეძებდა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები