08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ნიდერლანდების რეფერენდუმი უვიზო რეჟიმის მინიჭებას ხელს არ შეუშლის

უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ნიდერლანდების რეფერენდუმის შედეგი უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ხელს არ შეუშლის.

განცხადება ამის შესახებ ტელეკომპანია ინტერის ეთერში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

პაველ კლიმკინის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები არწმუნებენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ უვიზო რეჟიმი აბსოლუტურად განცალკევებული საკითხია და, თუ ევროკომისია შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, ეს პროცესი წინ წაიწევს.

უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების საკითხზე რეფერენდუმი ნიდერლანდებში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ამომრჩევლის 61%-მა შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა. 

დღის ამბები