08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ბოსტონის მარათონისთვის უსაფრთოხების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

ევროპაში მომხდარი ტერაქტებისა და ისლამური სახელმწიფოს მუქარის ფონზე, ამერიკელი ძალოვანები ბოსტონის მარათონის წინ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ.

ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში აცხადებენ, რომ კონკრეტული საფრთხე არ არსებობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს ტერორისტების სამიზნე სწორედ ეს ღონისძიება გახდა, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადაწყდა.

სამი წლის წინ ძმებმა ცარნაევებმა მარათონის მსვლელობისას ორი ხელნაკეთი ბომბი ააფეთქეს და სამი ადამიანი იმსხვერპლეს.

წელს ბოსტონის მარათონი 18 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

დღის ამბები