08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ელ სალვადორის ხელისუფლებამ კომპანია მოსაკ ფონსეკას ოფისში რეიდი ჩაატარა

ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების გამო ელ სალვადორის ხელისუფლებამ კომპანია მოსაკ ფონსეკას ოფისში რეიდი ჩაატარა. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა კომპანიის დოკუმანტაცია და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. რეიდამდე ერთი დღით ადრე შენობიდან აბრაც ჩამოხსნეს.

პანამური იურიდიული ფირმა კორუფციული სკანდალის ცენტრში ერთი კვირის წინ მოექცა, როდესაც საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა მილიონობით დოკუმენტი გაასაჯაროვა.

გაირკვა, რომ კომპანია მთელს მსოფლიოში გავლენიან ბიზნესმენებსა და სხვადსხვა ქვეყნის მეთაურებს ფარული ფინანსური საქმიანობის წარმოებაში ეხმარებოდა. 

დღის ამბები