08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
მედიაში ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილის დაკავების კადრები გავრცელდა

მედიაში ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილის დაკავების კადრები გავრცელდა. კადრები ბრიუსელის ანდერლეხტის რაიონშია გადაღებული და მასზე ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ერთ-ერთ ეჭვმიტანილს.

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ძალოვანებმა 3 პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი კი ევროპის მთავარი ძებნილი მუჰამად აბრინია, რომელსაც აეროპორტში გადაღებულ ფოტოზე თეთრი ქურთუკი აცვია.

ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ ძალოვანებმა მათ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ანდერლეჰტის რაიონი მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის ალყაში იყო. ეჭვმიტანილების საცხოვრებლები გამნაღმველებმაც შეამოწმეს.

დღის ამბები