08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ტრიბეკას კინოფესტივალზე 170 ნამუშევარს აჩვენებენ

ნიუ-იორკი ტრიბეკას კინოფესტივალისთვის ემზადება. პრესტიჟული კინომარათონი, რომლის ერთერთი დამფუძნებელი რობერტ დენიროა, 13 აპრილს იხსნება და 12 დღეს გაგრძელდება. ამ პერიოდში კინოფესტივალის ჟიური 170 ნამუშევარს შეაფასებს, მათ შორის ახალბედა რეჟისორების ფილმებს და უკვე ცნობილი მსახიობების სარეჟისორი სადებიუტო ნამუშევრებს.

ფესტივალი დოკუმენტური ფილმის "მაისის პირველი ორშაბათის" პრემიერით გაიხსნება, რომელიც ერთერთ ყველაზე პრესტიჟული წვეულებაზე გიამბობს. დოკუმენტური სურათი მაყურებელს აჩვენებს, თუ რა ხდება კულისებს მიღმა, როდესაც ვარსკვლავები კამერების წინ არ პოზირებენ.

კინოფესტივალი 24 აპრილს საუკეთესო ნამუშევრების დაჯილდოვებით დასრულდება.

დღის ამბები