08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტზე დაკავებული მუჰამედ აბრინი ტერაქტის დღეს იხსენებს

ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მუჰამედ აბრინი აღიარებს, რომ მამაკაცი, რომელსაც ბრიუსელის აეროპორტში გადაღებულ ფოტოზე ქუდი ახურავს, თვითონაა.

ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს დაკითხვის დროს უთხრა, რომ თავდასხმის მომენტში აეროპორტში ორ ტერორისტთან ერთად იმყოფებოდა. 31 წლის აბრინი პარიზის ტერაქტებშიც მონაწილეობდა.

ის ერთ–ერთია იმ 6 ადამიანს შორის, რომელიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. 4 მათგანს ტერორიზმის მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

დღის ამბები