08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
100-ზე მეტი დაღუპული და 400-მდე დაშავებული-ინდოეთში ტაძარი დაიწვა

ტრაგედია დატრიალდა ინდოეთის სამხრეთ რეგიონში. კერალას შტატში მდებარე ტაძარში, სადაც ახალი წლის ფესტივალის აღსანიშნად ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ფოიერვერკები აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. შედეგად შენობა მთიანად ჩამოინგრა.

დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის უკვე 100–ს აჭარბებს, დაშავებულია 350–ზე მეტი ადამიანი. ათობით მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რეგიონში მიემგზავრება ინდოეთის პრემიერმინისტრიც. დაწყებულია გამოძიებაც. 

დღის ამბები