08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

ანტისამთავრობო აქცია საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. ათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებში შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი რეფორმის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულებიც.

კანონპროექტს, რომელიც დამსაქმებელს დაქირავებული პირებისთვის სამუშაო საათების გაზრდის უფლებას აძლევს, პარლამენტი მაისში განიხილავს. პარიზის პარალელურად, საპროტესტო აქციები საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა. 

დღის ამბები