08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის ყოფილი პრემიერის გასამართლებას მოითხოვს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის ყოფილი პრემიერის, დონალდ ტუსკის გასამართლებას მოითხოვს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ყოფილ ხელისუფლებას სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიების დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. ტრაგედიის 6 წლისთავზე ერთ–ერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, რომ დონალდ ტუსკი პირადად აკონტროლებდა არა მარტო გამოძიების პროცესს, არამედ სამთავრობო სტრუქტურების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებასაც.

პოლონეთის ახალმა ხელისუფლებამ 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება შემოდგომაზე განაახლა. ტრაგედიას 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლეც ემსხვერპლნენ. 

დღის ამბები