08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის შეხვედრას ვერ ესწრება

თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის შეხვედრას ვერ ესწრება. გავრცელებული ცნობით, ლაინერს საწვავის მიწოდების სისტემა გაეთიშა, რის გამოც ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი და დელეგაციის სხვა წევრები იძულებული გახდნენ, სასტუმროში დაბრუნებულიყვნენ. სამიტი ორ დღეს გაგრძელდება, თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება შტაინმაიერი დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებს.

სამიტის გახსნამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუ მისცა ერთ–ერთ გერმანულ გაზეთს და გაერთიანებაში რუსეთის დაბრუნების პირობები დაასახელა. ესენია უკრაინისა და სირიის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში რუსეთის მიერ წვლილის შეტანა. 

დღის ამბები