08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში-ბიძგები პაკისტანში მსხვერპლით დასრულდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა სამხრეთ–დასავლეთ აზიის ქვეყნებში. 6 მთელი 6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ავღანეთ–ტაჯიკეთის საზღვრის მახლობლად იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც, მათ შორის პაკისტანში და ინდოეთში. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია პაკისტანში ორი დაღუპულის შესახებ. ამავე რაიონში ძლიერი მიწისძვრა 2015 წლის ოქტომბერშიც მოხდა, მაშინ სტიქიას 300–მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები