08 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ბრიუსელის ტერორისტული ქსელი პარიზში ახალ თავდასხმებს გეგმავდა

ბრიუსელის ტერორისტული ქსელი პარიზში ახალ თავდასხმებს გეგმავდა. ბელგიის პროკურატურის ცნობით, ამის შესახებ მათ ორი დღის დაკავებულმა მუჰამედ აბრინმა უთხრა. ეჭვმიტანილმა დაადასტურა, რომ მამაკაცი, რომელსაც ბრიუსელის აეროპორტში გადაღებულ ფოტოზე ქუდი ახურავს, თვითონაა. აბრინი ასევე აცხადებს, რომ გეგმა მას შემდეგ შეცვალეს, რაც ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ერთ–ერთი ორგანიზატორი დააკავეს. სალაჰ აბდესლამის მამამ დღეს დუმილი დაარღია და ფრანგულ რადიოს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, არ ესმის, რა დაემართათ მის შვილებს, თუმცა სამართალი უნდა აღსრულდეს.

"ძალიან დამწუხრებული ვარ. იშვიათად გავდივარ სახლიდან. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აღმოჩდნენ ბავშვები ასეთ სქემაში ჩართული. მართლა ვერ ვხვდები, რა ხდება მათ ტვინში და რას ფიქრობენ. ბელგიაში ვცხოვრობ 40 წელია, ბედნიერები ვიყავით, ახლა კი სახლიდან გასვლაც კი არ შემიძლია. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს. ჩემი შვილი ცოცხალი მაინცაა და ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ყველამ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც გააკეთეს" - განაცხადა სალაჰ აბდესლამის მამამ.

დღის ამბები