08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
მიგრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

არეულობა საბერძნეთი–მაკედონიის საზღვარზე. მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც საზღვარზე აღმართული ბარიერის ძალით გარღვევა სცადეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიგრანტებმა კი პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

ბალკანეთის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დევნილები თითქმის ორი თვეა ვეღარ ახერხებენ საბერძნეთის დატოვებას და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით გზის გაგრძელდებას. საბერძნეთი მაკედონიის მოსაზღვრე რაიონში ამ დროისთვის 11 ათასზე მეტი მიგრანტია დაბანაკებული.

დღის ამბები